logo
ENG



ჩაძირულ ხომალდ "მოსკვაზე" მყოფი სამხედროების მშობლებს რუსეთი ინფორმაციას უმალავს

20 აპრ 202216:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/20/wddsgjkaaqg7jy3.png

13 აპრილის საღამოს შავ ზღვაში კრეისერ "მოსკვას" ცეცხლი გაუჩნდა, მოგვიანებით კი გემი ჩაიძირა. შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს უკრაინამ ორი "ნეპტუნის" რაკეტა ესროლა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ გემს ცეცხლი გაუჩნდა "ტყვიამფრქვევის აფეთქების შემდეგ გაჩენილი ხანძრის შედეგად" და ქარიშხლის გამო ჩაიძირა.

მოსკოვი კვლავ მალავს "მოსკვას" ეკიპაჟის წევრების ზუსტ რაოდენობას, მაგრამ საუბარია რამდენიმე ასეულზე. ასევე უცნობია დაღუპულთა, დაჭრილთა და დაკარგულთა რაოდენობა. მეზღვაურების დაღუპვის შესახებ მრავალი ჩვენების მიუხედავად, მოსკოვი ამტკიცებს, რომ მთელი ეკიპაჟი გადაარჩინა. 

"მედუზა", რომელსაც რუსეთში "უცხოეთის აგენტის" წოდება აქვს, იმ წვევამდელების დედებს გაესაუბრა, რომლებიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებების მიუხედავად, "მოსკვას" ჩაძირვის შემდეგ ოჯახებთან კონტაქტზე არ გამოსულან. 

ერთ-ერთი რესპონდენტი ტატიანა ეფრემენკო, 19 წლის ნიკიტა ეფრემენკოს დედაა. მისი თქმით ნიკიტამ სამხედრო სამსახური ხომალდ "მოსკვაზე" გაიარა. ის 2021 წლის ნოემბრიდან მსახურობდა. ტატიანას შვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია. უკრაინაში ომის დაწყებამდე ნიკიტამ მას უთხრა, რომ წვრთნებზე ზღვაში გადიოდნენ. 

"როდესაც ახალ ამბებში ზმეინის კუნძულზე საომარ მოქმედებებში კრეისერი "მოსკვას"  მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა, ჩემს შვილს ამასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. მითხრა სახლში მოვალ და ყველაფერს მოგიყვებიო."

ტატიანას თქმით შვილმა ბოლო 9 აპრილს დაურეკა. მას შემდეგ ის კონტაქტზე არ გამოსულა. "ვრეკავდი საავადმყოფოებში და ვეკითხებოდი, იყვნენ თუ არა [დაჭრილი ჯარისკაცები საავადმყოფოში] ვისაც არ შეუძლია საკუთარი თავის იდენტიფიცირება. მეუბნებოდნენ, რომ მათთან ასეთი არავინ იყო." 

"სხვა რა ვქნა არ ვიცი, სახლში ჯდომა არ შემიძლია და გარკვევით არავინ არაფერს მეუბნება. მეთაურები ყველა ერთ ხმად ამბობენ, რომ ნიკიტა დაიკარგა - და არ ამბობენ სად. სად გაქრა? ზღვაში? ხმელეთზე? არავინ არ აკონკრეტებს სიტუაციას, არავინ ასახელებს დაჭრილთა და დაკარგულთა რაოდენობას, ყველა ფოტო შევაგროვე ინტერნეტში, ყველა ჯგუფს თავად მივწერე. ახლა ვცდილობ ყველაფერი ჩემით გავარკვიო."- ამბობს ტატიანა. 

იულია ცივოვა,19 წლის ანდრეი ცივოვის დედაა. 

"ჩემს შვილზე ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვიღებ. არავინ არაფერს ამბობს - ყველა დუმს. ჩვენ დავურეკეთ როგორც სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებს, ასევე თავდაცვის სამინისტროს ..."

იულია ყირიმში ცხოვრობს.  კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვის შემდეგ  მეორე დღეს  სევასტოპოლის სამხედრო ნაწილში მივიდა, სადაც დაკარგულთა სია გამოიტანეს. იულიას თქმით სიაში 30მდე ადამიანი იყო, სხვა სიები კი მათთვის არავის უჩვენებია. 

"ვთხოვე აეხსნათ რას ნიშნავს „დაკარგული“? ჩემი შვილი მოკვდა? მათ თქვეს არა, ის უბრალოდ არ არის სამსახურში და არც საავადმყოფოში. და სად ის?"

იულიას შვილი წვევამდელი იყო. მისი ინფორმაციით გემზე დაახლოების 200-300 წვევამდელი იმყოფებოდა. იულია ამბობს, რომ წვევამდელები ომის ზონაში ხშირად დადიოდნენ და მათ არავინ უსმენდა.

"[მაგრამ] როცა გავიგე, რომ სამხედრო ოპერაციებში იგზავნებოდნენ, არსად მიმიმართავს. ჩემი შვილი ამ გემზე მსახურობდა. და მეშინოდა, რომ მას იქ აწამებდნენ, ამიტომ ჩვენ გავჩუმდით."

რუსეთის არმია ზღუდავს ინფორმაციას უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების შესახებ წარმოდგენილი მარეგულირებელი დოკუმენტების მიხედვით.

რუსეთში სამხედროების დანაკარგები "სამშვიდობო სპეცოპერაციების" დროს უკვე 2015 წლიდან სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლება.

ახლად შემოთავაზებული წესების მიხედვით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სურს, რომ სამოქალაქო ხელისუფლების ნაცვლად სამხედრო სამსახურებმა გასცენ სერთიფიკატები, რომლებიც მოკლული სამხედროების ნათესავებს შეღავათებს/სარგებელს სთავაზობს.


close დახურვა